მთავარი

 

პროექტის დასახელება:

სასწავლო–სადამრიგებლო პროექტი ,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!“ არის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მოიცავდა შემდეგ სასწავლო დისციპლინებს: ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება. პროექტში მონაწილეობდა ჩემი სადამრიგებლო ჯგუფის  22 კადეტი ( XI-2 კლასი) და მიმდინარეობდა 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მაისამდე. პროექტის პრეზენტაცია – ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიცეუმის X და XII კლასის კადეტებმაც.

პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება:

სამშობლო ადამიანისთვის არის უპირველეს ყოვლისა მისი ერი, ხალხი, რომელთაც აერთიანებს საერთო ეროვნული იდენტობა, ფსიქიკური, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური ერთობა და ამ ერთობის დაცვა მათი ეროვნული მიზანია. ერის არსებობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა პატრიოტიზმი–სამშობლოს სიყვარული და სურვილი მისი მარადიული არსებობისა და სიდიადისა. როგორც ვაჟა– ფშაველა ამბობს, პატრიოტიზმი გულის საქმეა და იგი ერთნაირად აქტუალურია ყველა დროში. ესაა, რომ ყველა დრო გამოსახვის განსხვავებულ, მისთვის დამახასიათებელ ფორმებს გვთავაზობს. საქართველო არასდროს ყოფილა შოვინისტური სახელმწიფო. ჩვენ არ გვახასიათებდა უცხოზე ძალადობა და მტრობა. ჩვენი ერის ფესვები ათასწლეულთა უკანაა ჩაკარგული და სწორედ წარსულის ისტორიული მეხსიერებითა და მომავლის საერთო რწმენით ვარსებობთ როგორც ერი. საქართველოსთვის, როგორც პატარა და რთული გეოპოლიტიკის მქონე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. დღეს, როცა გვაქვს საზღვრების პრობლემა მეზობელ სახელმწიფოებთან, ოკუპირებულია აფხაზეთი და სამაჩაბლო, განსაკუთრებით აქტუალურია თაობების პატრიოტული იდეებით აღზრდა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სპეციფიკის გათვალისწინებით კადეტების, როგორც მომავალი სამხედრო მოსამსახურეების, აღზრდის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას.

ამ მიზნით მე, როგორც დამრიგებელმა, გადავწყვიტე განმეხორციელებინა პროექტი პატრიოტულ თემაზე. სადამრიგებლო ჯგუფის კადეტების ერთ გუნდად შეკვრა, მათში პატრიოტული მუხტის გაძლიერება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება და მათ მიერ ამ მესიჯების სრულიად ლიცეუმის კადეტებისთვის გაგზავნა კიდევ უფრო აქტუალურს ხდის პროექტს.

პროექტის მიზნები:

Ø  ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

Ø  თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზი

Ø  საქართველოს საზღვრების განხილვა ისტორიულ ჭრილში

Ø  საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირების გახსენება

Ø  პატრიოტული მუხტის გაძლიერება

Ø  ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბება

Ø  ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება

Ø  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

Ø  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოზარდმა უნდა შეძლოს:

ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება

სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

გეო.IX.2.მოსწავლეს შეუძლია განიხილოს საქართველოს მდებარეობა და დაადგინოს მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მსჯელობს საზღვრების გატარების თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე;

·           მსჯელობს საქართველოს ტერიტორიის ფორმირების შესახებ; აღნიშნავს სხვადასხვა ეპოქის საზღვრებს კონტურულ რუკებზე;

გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების სივრცე–დროითი ასპექტების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემების მიმდინარეობის ამსახველ სქემას

ისტ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა;

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           ირჩევს ერთ–ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;

·           წერს თემას მსოფლიოში განვითარებული უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც ასევე გავლენა მოახდინა ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;

·           თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე ( მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);

·           ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოყოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.

ისტ.XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების კვლევა. მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           გამოყოფს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და მსჯელობს უახლოესი პერიოდის ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გადადგმული პოლოტიკური ნაბიჯების შესახებ;

ქართ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა) კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;

·           ითვალისწინებს აუდიტორიას (ვინ არის მსმენელი, რა სოციალურ- კულტურული ინტერესები და ცოდნის დონე აქვს აუდიტორიას, რამდენად იცნობს იგი განსახილველ საკითხს და ა.შ.);

·           წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;

·           მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;

·           ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები, ინტერვიუს აღება და სხვ.).


ქართ. XI.4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           ადარებს ერთმანეთს გამოყენებულ საინფორმაციო წყაროებს (მაგ., CD-ROM, ინტერნეტი, საენციკლოპედიო სტატია და საგაზეთო წერილი), შეაფასებს თითოეულს მოცემული მიზნის, სანდოობისა და ა.შ. თვალსაზრისით;

·           ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;

არჩ.მსოფ.კულტ.X/XI/XII.8. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს თანამედროვე სამყაროს კულტურული მრავალფეროვნება და იმსჯელოს კულტურათა თანაბარმნიშვნელოვნებასა და მათ შორის დიალოგის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე;

შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

·           საკუთარი და თანაკლასელების ინტერესებიდან გამომდინარე, მონაწილეობას იღებს გასვლით გაკვეთილებში მუზეუმებსა და/ან არქეოლოგიის, ისტორიის, არქიტექტურის ძეგლებზე. სკოლაში დაბრუნების შემდეგ მოიძიებს დამატებით ლიტერატურას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მეთოდებთან დაკავშირებით და წერს ესეს;

·           ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ადგენს საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სახეობების კლასიფიკაციას. აცნობიერებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის საზოგადოებრივ მნიშვნელობას;

არჩ.ხ.პ.X/XI/XII.4. მოსწავლე მონაწილეობს პროექტებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           მოიძიებს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მასალას, ამუშავებს დამოუკიდებლად და თანაგუნდელებთან ერთად;

·           გეგმავს და აწყობს გამოფენას, აქციას, ხელოვნების ფესტივალს, ვიქტორინას;

·           მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.

ამოცანები და განხორციელების გზები:

პროექტის მიზნის შესაბამისად დაისახა და ეტაპობრივად შესრულდა ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობები:

1.      პროექტის გეგმის შექმნა; განხორციელების ვადების დადგენა; ჯგუფის წევრებს შორის დავალებების განაწილება ( ოქტომბერი – 2016)

2.      ექსკურსია სამეგრელოს რეგიონში ( ნოემბერი–2016)

3.      პროექტის მაკეტის შექმნა (ნოემბერი – 2016)

4.      ექსკურსია აჭარის რეგიონში (დეკემბერი – 2016)

5.      მასალების შეგროვება, დახარისხება და პრეზენტაციისთვის გამზადება (თებერვალი–2017)

6.      ექსკურსია ქვემო ქართლში ( აპრილი – 2017)

7.      საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიების მოძიება (აპრილი–2017)

8.      ნახატების შექმნა თემაზე: კადეტების თვალით დანახული საქართველოს წარსული და დღევანდელობა (მაისი–2017)

9.      პროექტის პრეზენტაცია–ღონისძიება ლიცეუმის კლუბში (მაისი–2017)

მოსალოდნელი შედეგები:

განხორციელებული აქტივობების შედეგად კადეტები გაარკვევენ საქართველოს საზღვრების დემარკაციის საკითხს თურქეთთან, რუსეთთან და აზერბაიჯანთან; გააკეთებენ თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზს; გაიხსენებენ საქართველოს ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ გმირებს; გააკეთებენ მათ მიერ მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაციას ლიცეუმის კლუბში. მოხდება სადამრიგებლო ჯგუფის წევრების კიდევ უფრო დამეგობრება, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რაც თავისთავად გულისხმობს ტოლერანტი სხვა ხალხების კულტურათა და ტრადიციათა დამფასებელი და საკუთარი სამშობლოს პატრიოტი პიროვნების ჩამოყალიბებას; განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები; აუმაღლდებათ ეროვნული თვითშეგნება განუვითარდებათ პრეზენტაციისა და ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევები; შეიქმნება პროექტის ბლოგი.

პროექტის შეფასება და თვითშეფასება:

ჯგუფმა დამრიგებელთან ერთად შეიმუშავა თვითშეფასების კითხვარი, რომლის კრიტერიუმები განსაზღვრავდა პროექტის მიზანთან შესაბამისობას. კითხვარის წარმოებაზე კონტროლი დაევალა პროექტის მონაწილეებისგან შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს. შუალედური, შიდა მონიტორინგის მუდმივად წარმოებამ, შეფასების ეფექტური კრიტერიუმების შედგენამ, პასუხისმგებლობის და კონტროლის განაწილებამ და საბოლოო მონიტორინგის ჩატარებამ უზრუნველყო პროექტის წარმატება.

კადეტები მუდმივად და აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის იდეის დაგეგმვასა და მისი განხორციელების აქტივობებში.

პროექტის მიმდინარეობაში ჩართული იყო უკლებლივ ყველა მონაწილე. ფუნქცია – მოვალეობები განაწილებული იყო თითოეული მათგანის ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით ( განსაზღვრული იყო პრეზენტატორის, გიდის, წამყვანის, პროექტისთვის საჭირო ინფორმაციის მომძიებლის, მხატვრის, მომღერლის, მოცეკვავის, ისტ–ის და ა.შ. როლები).


Комментариев нет:

Отправить комментарий