საქართველოს ს.აღ. საზღვარი

 

    განსხვავებული  სიტუაციაა  საქართველოს  სამხრეთ – აღმოსავლეთ  საზღვარზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრის სიგრძე 480 კმ-ია, საიდანაც მეოთხედზე მეტი მდინარე ალაზანი/განიჩისა და იორი/ქაბირის, ასევე ჯანდარის ტბას მიუყვება. სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა ორ ქვეყანას შორის ხუთი სასაზღვრო გამშვები და საბაჟო პუნქტის გავლით არის შესაძლებელი: ოთხი სახმელეთო (აქედან უმნიშვნელოვანესებია ლაგოდეხი-ბელაქანისა და წითელი ხიდის პუნქტები) და ერთი სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტით (გარდაბანი-სადიხლი).                                                                   მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა,  ათეულ  წელზე მეტია საქართველო და აზერბაიჯანი, მუდმივი კონსულტაციების ფორმატში, წარუმატებლად განიხილავენ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს. ქართველ და აზერბაიჯანელ რიგით მესაზღვრეებს, რომლებიც .. “წითელი ხიდისსაგუშაგოზე დგანან, შესაძლოა, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, რომ მათ სახელმწიფოებს შეუთანხმებელი აქვთ სასაზღვრო ტერიტორია იმ მონაკვეთზე, სადაც ისინი მხედრულ მოვალეობას იხდიან.  მოძმე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დაუდგენელია დაახლოებით 40 სასაზღვრო მონაკვეთი,,ძირითადი  სადაო მონაკვეთი ეს არის წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, დავით გარეჯი და მაწიმი, ლაგოდეხის რაიონში და დედოფლისწყაროში კიდევ ერთი მონაკვეთი. რადგან საბჭოთა პერიოდში იმდენად თვითნებურად ხდებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ადმინისტრაციული საზვრების გადაწევ-გადმოწევა, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა მაშინაც კი ჭირს, როდესაც სახელმწიფოებს ერთმანეთს შორის კეთილმეგობრული დამოკიდებულება  აქვთ. ეთნიკური შემადგენლობა მრავალფეროვანი მხოლოდ საქართველოშია - სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელების წილი დიდია, განსაკუთრებით ქვემო ქართლში (მთლიანი რეგიონის მაცხოვრებელთა დაახლოებით 45% აზერბაიჯანელია) ხოლო  ეთნიკურ ქართველთა  ხვედრითი  წილი  აქ  0.1%-ის   ნიშნულზე  რჩება.                                                                                                                        დაუდგენელი საზღვარი ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არადა, საქართველოს დღეს სამივე მეზობელთან - რუსეთსა, აზერბაიჯანსა და სომხეთთან - აქვს სადავო საზღვრის მონაკვეთები. გამონაკლისია თურქეთი, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ბოლომდე აქვს დადგენილი.

    პროექტის ფარგლებში ვიყავით საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე - წითელ ხიდზე. ვნახეთ ნარიყალას ციხე და მამადავითის მონასტერი.











Комментариев нет:

Отправить комментарий